„ჩერნოვეცკის ფონდი“ და მაღაზიათა ქსელი Polaris Georgia  მორიგ საქველმოქმედო აქციას ატარებს

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, „ჩერნოვეცკის ფონდი“ და მაღაზიათა ქსელი Polaris Georgia მორიგ საქველმოქმედო აქციას ატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდიდან აცნობეს, „გლდანი მოლის“ ფილიალში დაიდგმება ფონდის საქველმოქმედო ყუთი, რათა თითოეულ მომხმარებელს შეეძლოს გაიღოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მეორადი ტანსაცმელი.

აღსანიშნავია, რომ თითოეული მომხმარებელი, რომელიც დაეხმარება ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს, მიიღებს 20%–იან ფასდაკლებას ახალ კოლექციაზე.

„მიმდინარე წელს, ჩერნოვეცკის ფონდმა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელმა „პოლარისი“ უკვე გამართა ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. კერძოდ, ამ სავაჭრო ქსელის 5 მაღაზიაში თბილისსა და ბათუმში დაიდგა სპეციალური კონტეინერები, რომელშიც მომხმარებლები ფონდის ბენეფიციართათვის აწყობდნენ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. აქციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ასობით ადამიანმა შესწირა ჩერნოვეცკის ფონდს არამარტო მეორადი, არამედ სრულიად ახალი ტანსაცმელიც“, - აცხადებენ ფონდში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?