თსსუ-ს საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიიდან - UniMan წარმომადგენლები ეწვევიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიიდან - UniMan წარმომადგენლები ეწვევიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ განმახორციელებელი ფრანგული მხარის, საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის ,,UniMan” დირექტორი სოფი სილვესტრი და ქალაქ ნიმის ფილიალის დირექტორი დამიენ ჰამპარტზოუნიანი.

სტუმრები გამართავენ შეხვედრას პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის“ სტუდენტებთან და მათ ფრანგულ დიპლომებს გადასცემენ.

„ჯანდაცვის ფაკულტეტზე 2012 წლიდან მოქმედებს საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“. პროგრამა ხორციელდება ფრანგულ მხარესთან, მენეჯმენტის და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-თან ერთად. ხაზგასამელია, რომ კურსდამთავრებულებს ეძლევათ ორი დიპლომი, რომელიც ქართული მხარის მიერაა აღიარებული, ხოლო მეორე - საფრანგეთის მხარის მიერ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა