უკრაინის საშინაო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.
- ბატონო ვიტალი, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ფიოდოროვის გადაყენების შემდეგ უკრაინის საშინაო პოლიტიკაში ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა, თან იმდენად რომ რჩებოდა შთაბეჭდილება რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა.
უკრაინული რადა შვებულებაშიც კი იყო გასული, მაგრამ, ვითარება რომ არ განმუხტულა ვხედავთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ფიოდოროვის გათავისუფლების შემდეგ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში გამწვავებულ პოლიტიკურ სიტუაციას?
- პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ფიოდოროვთან დაკავშირებით იგივე პოზიცია შეინარჩუნეს, რაც მათ თავიდანვე ჰქონდათ.
თავად ფიოდოროვმა ამ თემაზე გააკეთა განცხადებები, მეტი ისაუბრა თავდაცვის მინისტრ სირსკისთან უთანხმოებაზე. ფიოდოროვის მინისტრად დანიშნვის საკითხი, როგორც ამას ქუჩაში გამოსული ხალხი მოითხოვდა, დახურულია. ვითარებაში, როცა ქვეყანაში ომია, გაუგებარი იყო რადის დეპუტატების შვებულებაში გასვლა. დაბრუნების შემდეგ, მათ თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარას დანიშვნას კონსტიტუციური უმრავალესობით მისცეს ხმა.
ამ ფონზე ფიოდოროვმა გააკეთა განცხადებები, რომელშიც ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე და ხელისუფლებას მოქმედების 4 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა. ასევე ქვეყანაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ვფიქრობ, ქვეყანაში არსებული სიტუაცია პრეზიდენტ ზელენსკისთვის საკმაოდ რთულია
არჩევნების ჩატარების თემას გამოეხმაურა ზელენსკი და თქვა რომ ომის მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება ქვეყანაში „ცუნამს გამოიწვევს“. პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა ფიოდოროვის განცხადებები კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრების აუცილებლობაზე. ამიტომ, ჩემი აზრით ვფიქრობ, ქვეყანაში არსებული სიტუაცია პრეზიდენტ ზელენსკისთვის საკმაოდ რთულია.
- მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ზელენსკიმ ფიოდოროვს მის გუნდში დარჩენა შესთავაზა, მაგრამ მან ეს წინდადადება არ მიიღო.
ახლა ბევრი იმაზე საუბრობს რომ ფიოდოროვი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ზელენსკის ოპოზიციის ლიდერი. გავრცელდა ინფორმაცია რომ იგი აშშ-ში აპირებს გამგზავრებას და ილონ მასკთან შეხვედრას.
რამდენად დიდია იმის შანსი რომ ფიოდოროვი ზელენსკის ოპოზიციის ლიდერი გახდეს და დაიწყოს ბრძოლა იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ბევრი ამბობს, უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია?
- ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე საუბრისას, ბევრი ფიოდოროვს იმას საყვედურობს, რომ მას ზელენსკი არ დაუდანაშაულებია კორუფციაში მონაწილეობაზე. ჩემი აზრით, ფიოდოროვი სწორად მოიქცა რომ ზელენსკი კორუფციაში არ დაუდანაშაულებია.
თუმცა, ბევრი დასავლელი ექსპერტი თვლის რომ ფიოდოროვის განცხადებები იყო მისი მხრიდან „პოლიტიკური მანიფესტი“. მან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და კორუფციასთან ბრძოლის გეგმებზე საერთოდ იმსჯელა.
ახლა საინტერესო ისაა, თუ როგორ დაიწყებს ფიოდოროვი იმის განხორციელბას, რომელიც მან თავად როგორც პრობლემები დაასახელა. სწორედ მაშინ გამოჩნდება ფიოდოროვი იქნება თუ არა ზელენსკის ოპოზიცია, თუმცა, მე ვფიქრობ, ახლა როცა უკრაინა ომშია, მისი მხრიდან ოპოზიციაში წასვლა დიდი შეცდომა იქნებოდა. ამის შესახებ, ასევე ისაუბრა ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ზალუჟნიმ, ბევრს საუბრობენ ჟურნალისტები, ექსპერტები.
ახლა საინტერესო ისაა, თუ როგორ დაიწყებს ფიოდოროვი იმის განხორციელბას, რომელიც მან თავად როგორც პრობლემები დაასახელა. სწორედ მაშინ გამოჩნდება ფიოდოროვი იქნება თუ არა ზელენსკის ოპოზიცია, თუმცა, მე ვფიქრობ, ახლა როცა უკრაინა ომშია, მისი მხრიდან ოპოზიციაში წასვლა დიდი შეცდომა იქნებოდა
მე როგორც 30 წლიანი გამოცდილების პოლიტტექნოლოგი ვამბობ, ვინც ფიოდოროვს იმის გამო აკრიტიკებს რომ კორუფციის საკითხებზე ზელენსკისკენ არ იშვერს ხელს, ისინი თეორეტიკოსები არიან. ფიოდოროვსაც და ზალუჟნისაც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ნეგარიურ-ნეიტრალური პოზიცია უკავიათ.
მათ ვითარება კარგად იციან, მაგრამ, ახლა როცა ქვეყანა ომშია, კორუფციის თემებზე მათი მხრიდან კონკრეტული საუბარი საზოგადოებაში ნეგატიურად იქნება აღქმული. ისინი არ მისცემენ იმის თქმის საშუალებს, რომ ისინი თავისი განცხადებებით უკრაინას ასუსტებენ. ვიმეორებ, ისინი მაქსიმალურად ფრთხილად, ანუ, ნეიტრალურად და ნეგატიურად იმოქმედებენ.
ფიოდოროვი აკეთებს იმას, რომ დასაველთის დახმარებით უკრაინას მეტი და უკეთესი დრონები ჰქონდეს. იგი ასევე საუბარობს იმაზე რომ რაც შეიძლება მალე უნდა ჰქონდეს უკრაინას ბალისტიკური რაკეტები.
მე როგორც 30 წლიანი გამოცდილების პოლიტტექნოლოგი ვამბობ, ვინც ფიოდოროვს იმის გამო აკრიტიკებს რომ კორუფციის საკითხებზე ზელენსკისკენ არ იშვერს ხელს, ისინი თეორეტიკოსები არიან. ფიოდოროვსაც და ზალუჟნისაც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ნეგარიურ-ნეიტრალური პოზიცია უკავიათ
რაც შეეხება ამერიკაში მის სავარაუდო ვიზიტს, ვნახოთ იგი რა შედეგით დასრულდება. თუ მასკი ფიოდოროვს შეხვდა, მას შეუძლია ფიოდოროვს მისცეს ამოუწურავი რესურსები. თუ ასე მოხდა, მაშინ, აბსოლუტურად სხვა სურათი იქნება. მასკს უყვარს სხვა ქვეყნებში არჩევნებში ჩარევა. მას შეუძლია ამ თემაზე ტრამპს ელაპარაკოს.
თუ ვაშინგტონში უკრაინაში არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ არაა გამორიცხული ამ თვალსაზრისით იყოს სიახლეების მოლოდინი. ასეთ ვითარებაში პერსონალიურად ზელენსკისთვის არასახარბიელო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას.
თუ მასკი ფიოდოროვს შეხვდა, მას შეუძლია ფიოდოროვს მისცეს ამოუწურავი რესურსები. თუ ასე მოხდა, მაშინ, აბსოლუტურად სხვა სურათი იქნება. მასკს უყვარს სხვა ქვეყნებში არჩევნებში ჩარევა... ასეთ ვითარებაში პერსონალიურად ზელენსკისთვის არასახარბიელო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას
- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ამბობდით - „უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა.“
თუ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავებულია, მან რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთთან მიმდინარე ომზე?
- ერთი თვის წინ ვამბოდი რომ „უკრაინა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა“, ახლა ვამბობ, უკრაინაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია, მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს რომ ეს ვითარება ნეგატიურად არ აისახება უკრაინა-რუსთის მიმდინარე ომზე.
როცა ერთი თვის წინ უკრაინული ძალების ახალი სარდალი იქნა დანიშნული, ზელენსკის, როგორც უმაღლესი მთავარსარდალს არც ერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერია ხელი.
ერთი თვის წინ ვამბოდი რომ „უკრაინა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა“, ახლა ვამბობ, უკრაინაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია, მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს რომ ეს ვითარება ნეგატიურად არ აისახება უკრაინა-რუსთის მიმდინარე ომზე
მაგრამ რას შემდეგ, რა ქუჩაში ვითარება გამწვავდა, ზელენსტკიმ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე უფროსების დანიშვნა და ასე შემდეგ. ამ ერთ თვეში თავდაცვის ახალმა მინისტრმა თავისი გუნდი დააწინაურა წამყვან პოზიციებზე.
- თუ სწორად მახსოვს, ფრონტზე მიმართულებების უფროსებს მეტი ავტონომია ექნებათ...
- ჩემი აზრით, სარდლებს მეტი ავტონომია კი არა, მეტი პერსონალური პასუხისმგებლობა ექნებათ.
არა მგონია ახალმა სარდალმა იმ მეთოდებით გააგრძელოს ჯარის მართვა, როგორც ეს სირსკის დროს იყო. დაახლოებით ისეთი მმართველობა იქნება, ზალუჟნის დროს რომ იყო. ადგილებზე მეტი ინიციატივა და კარგი და გონივრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა.
- უკრაინული სოციოლოგიური კვლევები საკმაოდ საინტერესო სურათს იძლევა. უკრაინელთა 61% მზადაა მანამდე იომოს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ 39%-ს რუსების წინაშე კაპიტულაციისთვის არიან მზად.
16% იმისთვის რომ მშვიდობა იყოს, მზადაა უკრაინამ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების გადასცეს, მაგრამ, დანარჩენმა უკრაინამ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.
რას გვეუბნება უკრაინული სოციოლოგია?
- მე ჯერ სოციოლოგიური კვლევების სხვა ასპექტებზე გავამახვილებდი ყურადღებას. გამოკითხულთა 90% ამბობს რომ ქვეყანაში კორუფციის დონე ძალიან მაღალია. 57% ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი დონის კორუფციაზე პასუხისმგებლობა ზელენსკის ეკისრება. 2022 წლის თემერვალში ეს მონაცემი 35% იყო, ახლა 57%-ია.
ზელენსკისთვის სიტუაცია ძალიან მარტივი არ არის. უკვე ძალიან ბევრს არ სჯერა, რომ ამ დონის კორუციაზე პრეზიდენტმა არაფერი არ იცის. ეს კი ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა.
გამოკითხულთა 90% ამბობს რომ ქვეყანაში კორუფციის დონე ძალიან მაღალია. 57% ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი დონის კორუფციაზე პასუხისმგებლობა ზელენსკის ეკისრება. 2022 წლის თემერვალში ეს მონაცემი 35% იყო, ახლა 57%-ია
რუსეთის მხრიდან მასირებული ბალისტიკური დაბომბვების მიუხედავად, რომლის დროსაც იბომბება სავაჭრო ცენტრები, ქალაქის კვარტალები და ბევრი ხალხი ეწირება ამ ყველაფერს, სიტუაცია ქვეყანაში მორალურ-ფსიქოლოგიურ თვალსაზრისთ გაუმჯობესებულია. ეს უკავაშირდება შეიაღარებულ ძალებში განხორციელებულ ცვლილებებს.
არსებობს იმედი რომ ფრონტი ხაზზე ვითარება გაუმჯობესდება. მე სამხედრო ექსპერტი არა ვარ, მაგრამ როგორც ამბობენ, კიდევ ცოტა ხანი და უკრაინა სრულად გაანთავისუფლებს დნეპრეპოტროვსკის ოლქს რუსული ჯარებისაგან. პოზიტიური ამბებიც ხდება და როგორც ჩანს, წლის ბოლომდე ფრონტის ხაზზე კარგ ამბებს კიდევ უნდა ველოდოთ.
სამწუხაროდ, უკრაინას დრონები კი აქვს, მაგრამ, არ აქვს ბალისტიკური რაკეტები. თქვენს მიერ დასახელებული სოციოლოგიური კვლევის მასალები იმაზე მიუთითებს რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის გარე გარანტიები საკმარისი არაა.
სოციოლოგიური კვლევის მასალები იმაზე მიუთითებს რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის გარე გარანტიები საკმარისი არაა
- ბევრი დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინაში არსებულ კორუფციის მაღალ დონეზე სწორედ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.
ყველაფერ ამის გათვალიწინებით, სავარაუდოდ, უკრაინის საშინაო პოლიტიკაში რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები?
- ეს სინამვილეში ყველაზე აქტუალური კითხვაა, მაგრამ მასზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.
ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პერსონალურად პრეზიდენტი ზელენსკი. ყველას ესმის რომ ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის დარჩნენ ხელისუფლებაში. ახლა ბევრი იმასაც ამბობს რომ ისინი დაინტერესებული არიან ომის გაგრძელებაში.
ყველას ესმის რომ უკრაინას არ აქვს უფლება რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს, მაგრამ, ისიც ბევრს ესმის, რომ ეს ხელისუფლება რაც მეტი ხანი იქნება ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით ვითარება არ გაუმჯობესდება.
ყველას ესმის რომ უკრაინას არ აქვს უფლება რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს, მაგრამ, ისიც ბევრს ესმის, რომ ეს ხელისუფლება რაც მეტი ხანი იქნება ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით ვითარება არ გაუმჯობესდება
მიუხედავად ამისა, სიმართლე ინდა ითქვას - ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რაც უნდა აკეთოს და საჭიროა აკეთოს. ამიტომ, როცა მესმის საუბრები იმაზე რომ უკრაინაში პოლიტიკური ცვლილებები სერიოზულ გავლენას იქონიებს უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზე არსებულ ვითარებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა. რჩება შთაბეჭდილება რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ.
სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელიც საქმეს არ ადგებოდა. ზოგ მათგანზე ინფორმაცია არსებობს, მეც მაქვს, დროთა განმავლობაში ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ, ახლა მათზე საუბარს მე არ ვაპირებ.
- როგორც ბევრი შენიშნავს, საშინაო პოლიტიკში არსებული ვითარება იმ დონემდეა მიყვანილი, სიტუაცია ფეთქებად საშიშ ზღვარზეა.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საშინაო პოლიტიკაში, ვითარება შიგნიდან აფეთქდეს?
- ამგვარი მოლოდინის ქონა, არასწორია, იმიტომ რომ როცა უკრაინა-რუსეთის ომი გრძელდება, შეუძლებელია ხელისუფლება მშვიდობიანობის დროის კანონებით ცხოვრობდეს.
რადა კანონებს კი იღებს, მაგრამ, ქვეყანაში სამხედრო მდომარეობაა, ხელისუფლება კი აგრძელებს ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ომს და ომის მოგებას არ ემსახურება. ჩვენი რადა ომის პარადიგმაში არ ცხოვრობს.
როცა ქვეყანაში ომია, გადაწყვეტილებები სხვაგვარი უნდა იყოს და ომის კანონებს შეესაბამებოდეს. ვინც ომს ემსახურება, ვიღაც იბრძვის, ვიღაც ომს ეხმარება, ეს ადამიანები საშინაო პოლიტიკაში რაიმე ტიპის აფეთქებაზე არ არიან ორინეტირებული და ამით არ დაკავდებიან.
როცა ქვეყანაში ომია, გადაწყვეტილებები სხვაგვარი უნდა იყოს და ომის კანონებს შეესაბამებოდეს. ვინც ომს ემსახურება, ვიღაც იბრძვის, ვიღაც ომს ეხმარება, ეს ადამიანები საშინაო პოლიტიკაში რაიმე ტიპის აფეთქებაზე არ არიან ორინეტირებული და ამით არ დაკავდებიან
- უკრაინის თემაზე პრეზიდენტი პუტინი ურთიერთგამომრიცხავს განცხადებებს აკეთებს, თითქოს მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ ბალისტიკური რაკთებით ბომბავს უკრაინას.
ცხადია, რომ პუტინი უკრაინის ამ დაბომბვებით ცდილობს უკრაინული საზოგადოების უმცირესობა, 16%, ვინც მზადაა კიევმა რუსეთს დაუთმოს ოკუპირებული ტერიტორიები, უმრავლესობა გახდეს.
თუ მოსკოვმა უკრაინული ქალაქების მასირებული დაბომბვები გააგრძელა, ამგვარი ალბათობა, რამდენად მაღალია.?
- მე დარწმუნებული ვარ, უკრაინა მოახლოებულ ზამთარსაც უპრობლემოდ გადაიტანს.
უკრაინაში ყველას კარგად ესმის ამ სარაკეტო დარტყმებით პუტინი ცდილობს უკრაინული საზოგადოების უმცირესობა უმრავლესობად იქცეს, მაგრამ, გარწმუნებთ, რაც უფრო მეტს მომბავს რუსეთი უკრაინას, ხალხი სულ მეტად კარგად ხვდება ვინაა მტერი. მეტიც, ეს ბალისტიკური რაკეტებით დამობმვები შედეგს არ იძლევა, უფრო პირიქით, მეტად ბრაზდებიან რუსეთზე.
იგივე ხდება სამხედროებში, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან და ზურგში ეღუპებად ახლობლები, სახლში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები. ამით განსხვავდებიან უკრაინელები რუსებისაგან.
რუსეთში წლევამდელი ზამთარი ძალიან მძიმე იქნება. ომის პირობებში მძიმე ზამთარს უკრაინა მიეჩვია, ახლა რუსებს მოუწევთ რთული და ცივი ზამთრის გადატანა
რუსეთში მაცხოვრებლებს ყველაზე სწორად პრეზიდენტი ელცინი მიმართავდა და მათ რუსეთის მოქალაქეებად მოიხსენიებდა. შემთხვევითი არ ყოფილა რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ეროვნებით არარუსი მოქალაქეები, თათრები, მორდოველები, იაკუტები, ოსები რომ იბრძვიან.
მე რუსეთში ბუნტების ორგანიზების არ მჯერა. ფაქტი ისაა, რომ რუსეთში წლევამდელი ზამთარი ძალიან მძიმე იქნება. ომის პირობებში მძიმე ზამთარს უკრაინა მიეჩვია, ახლა რუსებს მოუწევთ რთული და ცივი ზამთრის გადატანა.
თუ უკრაინამ ბალისტიკური რაკეტები მიიღო, უკრაინა-რუსეთის ომში ხვა სურათი დადგება. ასეთ ვითარებაში მე არ გამოვრიცხავ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ალბათობას.
პუტინი უკრაინაზე ბევრ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რუსეთში ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე რუსულ პროპაგანდას სურს გადვანახოს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი