გურჯაანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გურჯაანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გურჯაანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სარაჯიშვილის ქუჩაზე, სწრაფად მოძრავი „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად „ბე-ემ-ვეს“ მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.