ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩის და მიმდებარე 3 ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს

ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩის და მიმდებარე 3 ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოიხრეშება გზის გვერდულებიც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„მიმდინარე წელს განხორციელდა ქალაქ თეთრიწყაროში ჯავახიშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის და მიმდებარე 2 ჩიხის რეაბილიტაციაც, პროექტის ფარგლებში მოასფალტდა საავტომობილო გზა და მოეწყო სანიაღვრე არხები. საერთო ჯამში ორივე ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 კმ-მდე საავტომობილო გზას. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით 318 315 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს