ნავსადგურის ადმინისტრაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურში „GoGreen 2018”-ის კამპანია წარმატებით დასრულდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში „GoGreen 2018”-ის კამპანია წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ნავსადგურის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, კამპანიის თემები იყო: პლასტმასით დაბინძურება, ჰაერის ხარისხი და ჯანმრთელობის ზემოქმედება, ასევე წყლის რესურსები და ოზონის შრის გამოფიტვა.

კომპანიის ცნობით, „GoGreen 2018”-ის ფარგლებში ორი კვირის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა. გაიმართა დასუფთავების აქცია. აქციის მონაწილეებმა გეზის მიმდებარე სანაპირო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო ტრენინგები ჩაუტარდათ თემაზე: ნარჩენები და მათ მიერ გამოწვეული დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება და ოზონის შრის რღვევა. ტრენინგს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გარემოსდაცვითი სამსახურის თანამშრომლები უძღვებოდნენ. მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცათ. კამპანიის ფარგლებში მოეწყო ტური პალიასტომის ტბაზე.

Go Green ( გახდი მწვანე“),,ეიპიემ ტერმინალსის“ ყოველწლიური გარემოსდაცვითი კამპანიაა, რომელშიც ფოთის პორტი აქტიურადაა ჩართული.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს