თემურ შაშიაშვილი ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე - ზამთარში ფირფიტები გაიყინება და შეიძლება ადამიანებმა კიდურები მოიტეხონ, ზაფხულში კი იმდენად გახურდება, რომ ზედ გავლა ძალიან რთული იქნება

ქუთაისის ყოფილმა მერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შაშიაშვილის თქმით, ხიდის რეაბილიტაცია არასწორად მიდის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"არ ვიცი, მიჭირს შეფასება, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზამთარში ეს ფირფიტები გაიყინება და შეიძლება ადამიანებმა კიდურები მოიტეხონ. ზაფხულში კი იმდენად გახურდება, რომ ზედ გავლა ძალიან რთული იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს თემურ შაშიაშვილმა.

ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა