ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ

აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილი კონკრეტულ გვარებს არ ახსენებს, თუმცა პარტიის წევრებს მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ივანიშვილი განმარტავს, რომ მისი გააქტიურება, არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე არ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში პარტიის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე ჩაერთო.

„რადგან პარტიის თავმჯდომარე ვარ და საპრეზიდენტო არჩევნებია, მე აქტიური უნდა ვყოფილიყავი. მე დავარწმუნე თანაგუნდელები და იდეა ჩემი იყო, რომ არ წამოგვეყენებინა საკუთარი კანდიდატი. „ქართულ ოცნებას“ ისედაც ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჰყავს ხელისუფლებში, უპარტიო კანდიდატი კი უკეთესი იქნება ინსტიტუტების განვითარებისთვის. „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რომ მან გაიმარჯვოს არჩევნებში. არც ისე აქტიური ვარ, პირიქით მსაყვედურობენ გუნდის წევრები.

აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება