წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, ისინი სოფლის მთავარი გზის გასხვისებას აპროტესტებენ.

„სოფლის ერთადერთი გზა გაასხვისეს. მფლობელები რაღაც ობიექტს აშენებენ. გვითხრეს, რომ ტერიტორიის შეძენა სახელმწიფომ აიძულათ, რადგან ცალკე მიწის ნაკვეთი არ მიყიდეს, რაც არის ტყუილი. ადგილზე მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და მათ თქვეს, რომ მშენებლობის ნებართა არ იყო გაცემული. ესენი კი მაინც აგრძელებენ მშენებლობას და სოფელს გზის გარეშე ტოვებენ. ისეთი ვიწრო მონაკვეთია, სამშენებლო და სამუშაო ტექნიკას ვერ შევიყვანთ სოფელში“, - აცხადებს სოფლის მკვიდრი, ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ბრალდებას არ იზიარებს მშენებარე ობიექტის მფლობელის, ხათუნა შენგელიას ადვოკატი. ლელა ბანძელაძის თქმით, ტერიტორია მათ კანონიერად შეიძინეს და მოსახლეობის აქცია გაუმართლებელია.

„ჩვენ ტერიტორიის ნაწილი შევიძინეთ 2016 წელს, ნაწილი კი, რომლის გამოც დაობენ, 2018 წელს. ეს არის სახელმწიფო ქონება, რომელიც ქონების მართვის სააგენტომ გაიტანა აუქციონზე. მოხდა შეძენა და მიმდინარეობს ღობის გაკეთება. ადგილობრივების აქცია არასწორია, რადგან ისინი კანონიერ მფლობელს ედავებიან. თუ თვლიან, რომ არასწორად არის გასხვისებული, მიმართონ სასამართლოს“, - განაცხადა ლელა ბანძელაძემ.

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა