თორნიკე რიჟვაძე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს მიხეილ ბოცვაძეს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში ენერგომომარაგების მხრივ არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ბოცვაძემ თორნიკე რიჟვაძეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" რეგიონული ფილიალის ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე მეტრეველი წარუდგინა, რომელიც კახა ქიტესაშვილს ჩაანაცვლებს და უფლებამოსილებას მომავალი კვირიდან შეუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























