ლენტეხი-ბავარის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ლენტეხი-ბავარის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ლენტეხი-ბავარის გზაზე, მდინარის ადიდების გამო, მოძრაობა აიკრძალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ19 მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე კი დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.