დავით ზალკალიანი - სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში საქართველო მონაწილეობას არ იღებს, არასერიოზულია ამაზე საუბარი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო სხვა ქვეყნების მიერ ელჩების შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს. მისი შეფასებით, ეს ინფორმაცია არის სპეკულაციები და არასერიოზულია ამაზე საუბარი. ასე გამოეხმაურა ზალკალიანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ს საქართველოში ელჩად შერჩეულო ჰყავს ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა, თუმცა მას ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" „იწუნებენ".

„საიდან არის თქვენთვის ცნობილი ეს ინფორმაცია და რას ეფუძნება ეს ნათქვამი?", - მიმართა ჟურნალისტებს კითხვით დავით ზალკალიანმა.

მედიის რეპლიკაზე, რომ ეს ინფორმაცია ეკა გიგაურმა დაადასტურა, ზალკალიანმა კვლავ კითხვით უპასუხა, თუ საიდან დაადასტურა გიგაურმა ეს ინფორმაცია.

„მე გირჩევთ, შედით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, სადაც არის სრული სია სხვადასხვა ქვეყნებში ნომინირებული ელჩების, ასევე დასახელებულია ქვეყნები, სადაც ადგილები არის ვაკანტური.

როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში საქართველო მონაწილეობას არ იღებს, ეს არის სპეკულაციები და არასერიოზულია ამაზე საუბარი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა