„თავისუფალმა საქართველომ" ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სიმბოლურად აქცია-პერფორმანსით „გახსნა“

„თავისუფალმა საქართველომ"  ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სიმბოლურად აქცია-პერფორმანსით „გახსნა“

პარტია „თავისუფალმა საქართველომ" ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სიმბოლურად აქცია-პერფორმანსით „გახსნა“. პარტია „თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა და შტაბის უფროსმა უნივერსიტეტის ადგილზე მერხი და დაფა მიიტანეს და სიმბოლურად ლექცია გამართეს.

„ვულოცავ ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას. ეს არის მნიშვნელოვანი დღე. ბიძინა ივანიშვილს არ სცალია, რადგან სალომე ზურაბიშვილს დაყვება, ამიტომ გვთხოვა, ჩვენ გაგვეხსნა. დღეს სიმბოლურად ჩავატარეთ ლექცია და ვამცნეთ ქუთაისს ბიძინა ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა",- განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით, ამ პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. მისი თქმით, უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლა უნდა მიმდინარეობდეს, აშენებულიც არაა.

„შარშანაც ვიყავით აქ და არაფერია შეცვლილი. ავრცელებდნენ, რომ ივანიშვილმა მილიონი გადარიცხა მშენებლობისთვის, თუმცა ადგილზე რეალურად არაფერი აშენებულა. ეს არის მორიგი ტყუილი. ესაა სახე, რა ბედი ელის საქართველოს ივანიშვილის დარჩენის შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კუკავამ.