UNDP- GEF პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, UNDP-GEF პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩურის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას პროექტის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
“პროექტის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს აჭარაში მგზავრთა ტრანსპორტირების სისტემის ანალიზი, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ბოლოს მოქალაქეების ჩართულობით გაიმართა სამუშაო დისკუსია მუნიციპალიტეტის მდგრადი სატრანსპორტო გეგმის ხედვის, ძირითადი პრიორიტეტებისა და მიზნების განსაზღვრისათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























