ქუთაისში პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“   პრეზენტაცია  გაიმართა

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“, EU/UNDP-ის ინიციატივითა და COBERM-ის მხარდაჭერით, ოკუპირებილ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ პროექტის შედეგებსა და განსაკუთრებული მიღწევებზე ისაუბრა. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, COBERM-ის ხელმძღვანელი ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ა/რ ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო -სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამირან დოლიძე, იმერეთის რეგიონული სავაჭრო -სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექიმები , ეთნიკური ოსები, აფხაზები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე , ღონისძიების ბოლოს პროექტის მხარდამჭერების დაჯილდოება გაიმართა.

პროექტი განხორციელებულია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“–ს მიერ და მისი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს