ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ5+ 00 -კმ 10+ 300), გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროცესს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ. მათივე ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად ხორციელდება გზის საფარის მოწყობა ასფალტო ბეტონით, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.

პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2,4 მილიონი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის 22 ივნისს დასრულდება.