საგლოლო-ჭიორა-ღების მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზა დაფარა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

























