უკრაინის მოქალაქე აცხადებს, რომ მისი 3 წლის შვილი ბავშვის მამამ საქართველოდან მოტყუებით წაიყვანა

უკრაინის მოქალაქე აცხადებს, რომ მისი 3 წლის შვილი ბავშვის მამამ საქართველოდან მოტყუებით წაიყვანა

უკრაინის მოქალაქე აცხადებს, რომ მისი 3 წლის შვილი ბავშვის მამამ საქართველოდან მოტყუებით წაიყვანა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, მისი სამი წლის შვილი ლეონ ქეშტი მამამ 8 სექტემბერს მისი თანხმობის გარეშე საქართველოდან მოტყუებით წაიყვანა და საზღვარზე შეცვლილი საბუთით გაატარა.

მისი თქმით, მამა წარმოშობით იორდანელი მაჟდი ქეშთიმია.

როგორც დედა ამბობს, მამამ ბავშვი თურქეთის გავლით წაიყვანა და კავშირზე არ გამოდის.

ამასთან, აქსანა ტკაჩუკი ქართველ მესაზღვრეებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.

ის შვილის დაბრუნებას ითხოვს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, საქმე დროულად გამოიძიოს.