8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა - იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას

გორში მოკლული 8 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული იაგო ნებიერიძე წარსულში სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის დედამ განუცხადა.

როგორც ის ამბობს, მისმა შვილმა 9 წლიანი სასჯელი მოიხადა და ციხე 9 თვის წინ დატოვა.

„9 თვე არის, რაც გამოვიდა. ძალადობაზე და ტელეფონის წართმევაზე იყო მსჯავრდებული. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობაც გამოვიდა მერე. ვიღაც ქალბატონს წაართვა ტელეფონი. გუშინ 7-ს უკლდა წუთები რომ მოვიდა. სახლში იყო მის მერე, ღამის 12 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს. რა უნდა ეთქვა დანაშაულთან დაკავშირებით“, - განაცხადა დაკავებულის დედამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლიდან მეხსიერების ბარათი ამოიღეს, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები იყო, დაკავებულის დედა ამბობს, რომ ეს ჩიპი მის შვილს ციხიდან გამოატანეს.

„ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო. მეც ეგრე ვიცი, რომ ციხიდან წამოღებული იყო ჩიპი - რომელი ბავშვების ფოტოები იყო, არ ვიცი. თვითონაც არ იცოდა, ვისი იყო. ვიღაცას ჩიპი ვათხოვე და გადმომიწერაო. აქ არაფერი არ ჩაუწერია მაგას. იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას“, - განაცხადა დაკავებულის დედამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს