ლენტეხი-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ24 მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ამავე მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხი-ბავარის გზაზე, მდინარის ადიდების გამო, მოძრაობა გუშინ აიკრძალა.

























