ზვიად ქორიძე 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე - იაგო ნებიერიძეს  პრეზიდენტმა დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ზვიად ქორიძე პრეზიდენტისთვის 2016 წელს შეწყალების კომისიის მიმართვაზე საუბრობს და განმარტავს, რომ პრეზიდენტმა იაგო ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო.

„პირველ რიგში, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას გორში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანავუგრძნობ ბერიაშვილების ოჯახს. ეს განცხადება განპირობებულია იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, რომელიც ახლავს გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტს. ამ ინფორმაციას ჩვენ რამდენიმე საათის წინ ან გუშინაც მოგაწვდიდით, მაგრამ, პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით კომენტარისგან, ვიდრე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ადამიანს არ წარედგინა ბრალი. გორში 25 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმე შეწყალების კომისიამ განიხილა 2016 წლის დეკემბერში.

იაგო ნებიერიძე სასჯელს იხდიდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზიდზე. მას მიესაჯა 18 წელი და 4 თვე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე. 2012 წლის ამნისტიის კანონით მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით. იაგო ნებიერიძის საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე. კომისიამ იმსჯელა და ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა დადებითი რეკომენდაცია. კომისიის რეკომენდაცია განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: იაგო ნებიერიძეს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ამ მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანამდეც (2004-2007) გამოძიების ეტაპზე იაგო ნებიერიძე ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოიხსენიებდა სახალხო დამცველი. პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იაგო ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო“, - აცხადებს ზვიად ქორიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში