ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ქუთაისში, 124–ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ერთი სპეცუბანი მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გახსნილი.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის პირველი ბრიფინგი 08:30 საათზეა ჩანიშნული.

ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.