ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ყველა უბანი გამართულად ფუნქციონირებს, რაიმე ექსცესი ჯერჯერობით არ ყოფილა

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველი ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ყველა უბანზე დაიწყო კენჭისყრა და ამ დროისთვის რაიმე ექსცესები არ ყოფილა. შესაბამისად, ყველა უბანი გამართულად ფუნქციონირებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პირველი ამომრჩეველი ყველა უბანზე მივიდა.
გადასატანი ყუთები ამომრჩევლებთან ცხრა საათიდან მივა.
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























