ხაშურთან მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივესთან „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო შეეჯახა. ავარიის შედეგად 4-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ წუთებში ყველა საჭირო კვლევა მიმდინარეობს.
ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთ დაშავებულს, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

























