,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრის და ნიკეას დასახლების ენერგომომარაგება რამდენიმე წუთში აღდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და ავარიის ლიკვიდაცია დაახლოებით 10 წუთში მოახერხა.

„კომპანიის ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგები რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი აქვთ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებაში.