თბილისის 150 საბავშვო ბაღში სანიტარული დღის გამოცხადების გამო, დღეს სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდება

თბილისის 150 საბავშვო ბაღში დღეს სანიტარული დღეა გამოცხადებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სანიტარული დღის გამოცხადება აღნიშნული ბაღების შენობებში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, რის გამოც 150 ბაღში დღეს სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდება.

„მოხდება საბავშვო ბაღის შენობების დასუფთავება–დეზინფიცირება, რაც აუცილებელია აღნიშნულ ბაღებში დღეს მიმდინარე საარჩევნო პროცესის გამო“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, თბილისში სულ 180 საბავშვო ბაღია. დანარჩენ 30 ბაღში კი სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ ჩატარდება და ისინი სანიტარული დასუფთავების მიზნით არ დაიკეტებიან.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ