წინასწარი ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებს მაღალმთიან რეგიონებში უგებს. ზურაბიშვილს ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში ხმების 50%-ზე მეტი აქვს მიღებული.

ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ 3 705 საარჩევნო უბნიდან 3 678 უბანი (+11 სპეცუბანი) დათვლა.

მაღალმთიან რეგიონებში პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატების შედეგები ასეთია:

თიანეთი: გრიგოლ ვაშაძე - 1 399 ხმა (27.79%); სალომე ზურაბიშვილი - 2 309 ხმა (45.85%);

დუშეთი: გრიგოლ ვაშაძე - 3 135 ხმა (29.82%); სალომე ზურაბიშვილი - 4 434 ხმა (42.18%);

ყაზბეგი: გრიგოლ ვაშაძე - 324 ხმა (16.97%); სალომე ზურაბიშვილი - 1 052 ხმა (55.11%);

ადიგენი: გრიგოლ ვაშაძე - 2 488 ხმა (27.08%); სალომე ზურაბიშვილი - 4 362 ხმა (47.49%);

ასპინძა: გრიგოლ ვაშაძე - 1 242 ხმა (20.44%); სალომე ზურაბიშვილი - 3 455 ხმა (56.86%);

ნინოწმინდა: გრიგოლ ვაშაძე - 2 039 ხმა (21.45%); სალომე ზურაბიშვილი - 5 623 ხმა (59.16%);

ონი: გრიგოლ ვაშაძე - 856 ხმა (24.71%); სალომე ზურაბიშვილი - 1 743 ხმა (50.32%);

ამბროლაური: გრიგოლ ვაშაძე - 1 925 ხმა (27.83%); სალომე ზურაბიშვილი - 3 472 ხმა (50.2%);

ცაგერი: გრიგოლ ვაშაძე - 1 700 ხმა (27.66%); სალომე ზურაბიშვილი - 2 914 ხმა (47.42%);

ლენტეხი: გრიგოლ ვაშაძე - 513 ხმა (17.3%); სალომე ზურაბიშვილი - 1 719 ხმა (57.96%);

მესტია: გრიგოლ ვაშაძე - 920 ხმა (20.92%); სალომე ზურაბიშვილი - 2 485 ხმა (56.52%);

ხარაგაული: გრიგოლ ვაშაძე - 3 606 ხმა (30.99%); სალომე ზურაბიშვილი - 5 515 ხმა (47.4%);

ქედა: გრიგოლ ვაშაძე - 3 010 ხმა (30.31%); სალომე ზურაბიშვილი - 5 026 ხმა (50.61%);

შუახევი: გრიგოლ ვაშაძე - 2 985 ხმა (35.13%); სალომე ზურაბიშვილი - 3 997 ხმა (47.04%);

ხელვაჩაური: გრიგოლ ვაშაძე - 8 573 ხმა (40.07%); სალომე ზურაბიშვილი - 8 661 ხმა (40.48%);

ხულო: გრიგოლ ვაშაძე - 3 801 ხმა (29.71%); სალომე ზურაბიშვილი - 6 349 ხმა (49.62%);

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს