ანონსი  30 ოქტომბერი

30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება), რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გახსნიან.

30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, საკომიტეტო მოკვლევის - “მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ფარგლებში, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

30 ოქტომბერს, 10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

მის: ბოჭორმის ქ. #12

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

თემა: ყოფილ პატიმართა თვითდასაქმების შესაძლებლობები და ეკონომიკური განვითარება:

არსებული რეალობა და გამოწვევები.

საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599 512215

30 ოქტომბერს 11:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB GEORGIA“ და დაზარალებული ბიზნეს კომპანიები, რომლებიც რკინიგზით ნავთობპროდუქტების გადაზიდვებით არიან დაკავებულები, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

საკონტაქტო ტელ.: 599 02 10 13; 5 99 02 40 21

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაცენტრ “მთავარის“ პრესკლუბში, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრები დავით ლორთქიფანიძე და ბიძინა გუჯაბიძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: სად არიან და რატომ გაირიყნენ 2012 წლის ე.წ. რევოლუციური არჩევნების გმირები; შეცდომები და რა არის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიზეზი; აპირებენ თუ არა მეორე ტურში “ქართული ოცნებისთვის“ მუშაობას.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

30 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის პრესკონფერნეცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე ტური.

მის.: აკაკი წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45

30 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაცენტრ “მთავარის“ პრესკლუბში, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი განცხადებას გააკეთებს.

თემა: რატომ გაირიყნენ 2012 წლის ე.წ. რევოლუციური არჩევნების გმირები; რა გზავნილი მიიღეს და აპირებენ თუ არა მეორე ტურში “ქართული ოცნებისთვის“ მუშაობას; გუნდის შეცდომები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

30 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჰანს ჰანსოსთან და კომიტეტის წევრებთან.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან.

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N637

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, რესტორან “აფხაზეთში” ბიტკოინის მეათე საიუბილეო თარიღი აღინიშნება.

30 ოქტომბერს, 14:30, 15:30 და 16:30 საათამდე, პროექტ „ქალთა ბედნიერების“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მწერალ თათული ღვინიანიძესთან და მისი წიგნის „აღიარება ხელისგულზე“ პრეზენტაცია. მწერალი გახსნის ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ფოტოგამოფენას.

მის.: თბილისი, ლაღიძის ქ. N20, სსიპ ქალაქ თბილისის N139 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა.

საკონტაქტო პირი ლუკა წიქარიშვილი - 598-74-04-30

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულიას #1

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419

30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრების შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჰანს ჰანსოსთან და კომიტეტის წევრებთან.

თბილისი, პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზი​

30 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურ პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევის ლაბორატორია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ფონდის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

მის: პეკინის 28.

30 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში ბრიფინგს გამართავს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N6.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ