კახა კუჭავა - მუნიციპალიტეტებში აუცილებელია ნარჩენების სეპარირების მეთოდი დაინერგოს და გადამამუშავებელი ქარხნების ქსელი შეიქმნას

მუნიციპალიტეტებში აუცილებელია ნარჩენების სეპარირების მეთოდი დაინერგოს, ასევე აუცილებელია გადამამუშავებელი ქარხნების ქსელი შეიქმნას, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების პროცესი მოისმინონ.

„გარემოს დაცვის და ბუნებრივი დაცვის კომიტეტმა გადაწყვიტა შეხვედროდა არასამთავრობოებს. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც ყველაზე წუხს ეს არის ნარჩენების მართვის საკითხი. ჩვენ კოდექსი მიღებული გვაქვს, იმპლემენტაციის ნაწილი დაიწყება მომავალი წლის ბოლოდან. ზუსტად ამ საკითხზე გვინდა წინასწარ ჩავატაროთ მოკვლევა, მოვისმინოთ საზოგადოების, არასამთავრობოების აზრი. ეს იქნება ყველა რეგიონში. ჩვენ წინასწარ გვქონდა მოთხოვნები ამ საკითხზე გაგზავნილი მუნიციპალიტეტების დონეზე, ბიუჯეტის საკითხი განვიხილეთ. აუცილებელია დაინერგოს სეპარირების მეთოდი, აუცილებელია გადამამუშავებელი ქარხნების ქსელი შეიქმნას",- განაცხადა კუჭავამ.

წინასწარ დადგენილ ვადებში, კერძოდ, 3 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, კომიტეტი ელოდება დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციების მიღებას ყველა დაინტერესებული სუბიექტისაგან მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი დეტალურად შეისწავლის თითოეული სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მასალებს. შემდგომ გაიმართება შემოსული პოზიციების ზეპირი მოსმენა. აღნიშნული თემატური განხილვა საშუალებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას გაავრცელონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, ისაუბრონ პრობლემებზე და რეკომენდაციებზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები