გიორგი მიქაუტაძე მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი მიქაუტაძე მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კიკალიშვილის გასაუბრების პროცესს არ დაესწრება იმ მიზეზით, რომ შემდეგში არასათანადო კითხვები არ გაჩნდეს.

„ვფიქრობ, რომ ალბათ, არ მივიღებ მონაწილეობას ამ პროცესში, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, კიდევ ის კითხვები უნდა იყოს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ვფიქრობ, არ დააზარალებს პროცესს ის, რომ მე მონაწილეობა არ მივიღო მასში, შესაბამისად არც კენჭისყრაში“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატებს შორის არის, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის საქმე განიხილა.

საუბარია გონიოში, საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძეს შორის ინციდენტზე.

ხვიჩა კიკალიშვილი საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა, ამან კი არასამთავრობო სექტორში კითხვები გააჩინა. მესამე სექტორი გიორგი მიქაუტაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენსა და კიკალიშვილის უვადოდ გამწესებას შორის კავშირს ხედავს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა