აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, გიგა ჩხარტიშვილის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად არჩევის შესახებ იმსჯელეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, გიგა ჩხარტიშვილის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად არჩევის შესახებ იმსჯელეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 26-ე სხდომაზე, გიგა ჩხარტიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად არჩევის შესახებ იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

დავით გაბაიძის განცხადებით, საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მხოლოდ ერთი - გიგა ჩხარტიშვილი შეარჩიეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. წინააღმდეგი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აღმოჩნდა.