რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე 12 ერთეული სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში რუსთავში 5 ეკიპაჟი თბილისიდან მიემართება. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაუზუსტებელია ხანძრის გავრცელების არეალი. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

























