რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ ფარდულებში შეშვებას ითხოვენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ ფარდულებში შეშვებას ითხოვენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ ფარდულებში შეშვებას ითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე მათ დამწვარ სავაჭრო სივრცეში პოლიცია არ უშვებს.

ხანძრის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სისხლის სამართლის საქმე 187 მუხლით აღიძრა. ხანძარი გამთენიისას იქნა ლიკვიდირებული. დაიწვა 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული პროდუქცია (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი).