რუსთავში ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

რუსთავში ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

რუსთავში ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მოვაჭრეებმა უნდა წარადგინონ საქონლის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ მოხდეს ზარალის ოდენობის დადგენა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს და ვერსიებს, ტაბაღუას განცხადებით, ზუსტი მიზეზი გამოძიებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.