რუსთავში დამწვარი ბაზრობის შენობის მეპატრონე ობიექტის განზრახ დაწვის ვერსიას გამორიცხავს

რუსთავში დამწვარი ბაზრობის შენობის მეპატრონე გოჩა სირაძე, ობიექტის განზრახ დაწვის ვერსიას გამორიცხავს.
სავაჭრო ობიექტის მეპატრონე აცხადებს, რომ ბაზრობა დაზღვეული არ ჰქონდა, სადაზღვევო პაკეტს ვადა აგვისტოში გაუვიდა და ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
გოჩა სირაძეს ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე საუბარი უჭირს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ელექტროგაყვანილობა ბაზრობაზე მოწესრიგებული იყო და სხვა რაიმე ვერსია არ აქვს. სირაძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ის დაზარალდა, შენობა მთლიანად დამწვარი და განადგურებულია.
რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. დაიწვა ფართი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ინახებოდა.

























