რუსთავში ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მონაცემების შეგროვება და სიების შედგენა მიმდინარეობს

რუსთავში ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მონაცემების შეგროვება და სიების შედგენა მიმდინარეობს

რუსთავში, ერთ-ერთ ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მონაცემების შეგროვება და სიების შედგენა მიმდინარეობს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და შუამდგომლობით, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც დოკუმენტალურად დაადასტურებენ, რომელიმე მიკრო-საფინანსო ორგანიზაციასთან ან ბანკთან არსებულ ფინანსურ ვალდებულებას, კრედიტის გადახდის გრაფიკი დროებით გადაუვადდებათ.

აღნიშნული თხოვნით მოვაჭრეებმა ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილსა და რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას გუშინ მიმართეს.

ბაზრობის მეპატრონის ინფორმაციით, ხანძრისგან დაზარალებულთა რიცხვი ამ დროის მონაცემებით 43-ს შეადგენს.