ქუთაისში ეროვნული ლიგის ოცდამეორე ტურის თამაში მიმდინარეობს

ქუთაისში ეროვნული ლიგის ოცდამეორე ტურის თამაში მიმდინარეობს

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის ოცდამეორე ტურის მორიგი თამაში მიმდინარეობს. ქუთაისის გუნდი "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უპირისპირდება.

ამ დროისთვის მოედანზე დაცვის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მათი თანხლებით შევიდნენ მოედანზე „ტორპედოსა" და "დინამოს" ფანები. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ფანებმა ასაფეთქებლები გაუშვეს.