ასპინძაში ტრაილერი გადაბრუნდა, დაშავებულია მძღოლი

ასპინძაში ტრაილერი გადაბრუნდა, დაშავებულია მძღოლი

ასპინძაში, ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაილერი გადაბრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება“, - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.