ალექსანდრე მოწერელია - არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულ ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს

ალექსანდრე მოწერელია - არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულ ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ახალი უფროსის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებაა საჭირო. როგორც მან შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადადგამს და არა დაპირებებზე.

„ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ეს იმას ნიშნავს, რომ ის მწვავე საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას, გადავუწყვიტოთ ან მივცეთ ზუსტი ვადა მათი გადაწყვეტის. გამორიცხულია მათთან ურთიერთობაში ტყუილი, რაც არის დამაზიანებელი. არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულად ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს. მოსახლეობასთან ურთიერთობა იქნება გულწრფელი და მთავარია მათთან კომუნიკაციის ინტენსივობის გაძლიერება“,- აღნიშნა გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელია მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა.