ომალოში ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება

თუშეთში ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს" ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, გასულ კვირას ერთი რეისი უკვე შესრულდა.
„სოფელ ომალოში ფრენები წელსაც კვირაში ერთხელ განხორციელდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთაში დარჩენილ ადამიანებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რომ მათ შეძლონ კომუნიკაცია და შესაბამასი მომსახურეობის მიღება", - განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება, რის გამოც მოქალაქეები, მაისის ბოლომდე მანქანით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

























