გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 08:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 298 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, ჩოხი, ბოსელი და მიმდებარე სოფელბში,09:30-დან 17:00 საათამდე 2461 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფელბში ბალებისხევი, საყდრიონი, თოლენჯი, კვერნაულა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 14:00 საათამდე 2426 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, მუხრანა, წიწამური, ჩარდახი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:00 საათამდე 1693 აბონენტს მცხეთაში სამხედროს, აღმაშენებლის, გმირის, სააკაძის, წიპლატინის, ქართლის, მირიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























