ანონსი 6 ნოემბერი

ანონსი 6 ნოემბერი

6 ნოემბერს, 08:55 საათზე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი ლეხ კაჩინსკის მემორიალს მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

6 ნოემბრის პროგრამა:

6 ნოემბერს, 09:20 საათზე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობს.

6 ნოემბერს, 10:00 საათზე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი ადმინისტრაციულ საზღვარზე ოძისში გამგზავრება.

6 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნეს-კონფერენცია გაიმართება – „ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა გახსნიან.

6 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კობა დავითაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, სასამართლო პროცესი გაიმართება. მომჩივანი, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე.

6 ნოემბერს, 10:45 საათზე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი ადმინისტრაციულ საზღვარზე, ოძისში მდებარე მავთულხლართებს მოინახულებს.

6 ნოემბერს, 10:45 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი ახალ შენობას გახსნის.

მის.: კახეთის გზატკეცილი #36)

6 ნოემბერს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

6 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 2018 წლის ოქტომბრის თვის სტატისიკური მონაცემების პრეზენტაცია.

6 ნეომბერს, 11:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. ღონისძიებაში მონაწილეობენ: ვიცე-პრემიერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.

მის.: 26 მაისის მოედანი N1, „ჰოლიდეი ინ თბილისი“

6 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური გადამზადების ცენტრის ახალ შენობას გახსნის. ღონისძიებაზე დაგეგმილია განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის და სხვა საპატიო სტუმრების სიტყვით გამოსვლა.

მის.: კახეთის გზატკეცილი N36

6 ნოემბრს, 11:00 საათზე, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა ოფიციალურად გამოაცხადებს ესსეების კონკურსს ქართველი სტუდენტებისთვის, რომელიც შეეხება ნატო-ს საკითხებს.

პარლამენტი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

6 ნოემბერს, 11:15 საათზე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი მცხეთაში გამგზავრება, სადაც 11:30-12:30 საათეზე მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

6 ნოემბერს, 11:30 საათზე,“ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები, ყოფილი დეპუტატები: გია ჯაფარიძე და ომარ ნიშნიანიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ბიძინა ივანიშვილის გზავნილი ე. წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლებს და არსებული რეალობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, აუდიტის ყოფილი თავმჯდომარის, ლაშა თორდიას ადვოკატი „ელ ცენტროში“ მომხდარი ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა, საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდის სტრატეგია მეორე ტურისთვის.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე - #TEDxTbilisi ჩატარდება. პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება.

მის.: გაგარინის #29 ა, შესასვლელი სანაპიროს მხრიდან

საკონტაქტო ტელ.: (+995 599) 495541

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ ფოიეში ანტისტიგმა კამპანია #დაინახეყველაფერი და მისი პარტნიორი კომპანიები: კინოთეატრების გაერთიანება და ონლაინ პორტალი On.ge საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდის და კერძო კომპანიების ერობლივი ინიციატივა დაანონსდება.

საკონტაქტო პირი მაია ქურციკიძე - 599 53 30 71

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ​(დასაზუსტებელია)

6 ნოემბერს, 13:30 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება გაკეთდება.

მისამართი: გორგასლის ქ. #24.

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“, რუსთაველის გამზირზე ხვალინდელ მსვლელობასთან – „გვახსოვს 7 ნოემბერი“, დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: რუსთაველის გამზ.34, მეორე სართული. (შესასვლელი ეზოდან, ხელმარჯვნივ).

პასუხისმგებელი პირები: ია მეტრეველი, ნანა კაკაბაძე

საკონტაქტო პირი: ნინო ცხოიძე- 599509121; 570501156

6 ნოემბერს, 14:00 საათზე სასტუმრო “რუმსის” გარდენ ჰოლში ევროპის საბჭო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მედიას 2015-2018 წლებში განხორციელებული პროექტების შედეგებს წარუდგენენ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4.1 მილიონ ევროს შეადგენს.

საკონტაქტო პირი: ქეთევან სახელაშვილი +995 599342434

6 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წიგნის „სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე.

(თამარ მეფის სახელობის დარბაზი, A კორპუსი, 0 სართული)

6 ნოემბერს, 16:15 საათზე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი საქართველოდან გამგზავრება.

6 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანამანთლებლო ცენტრის შეხვედრების ციკლის „ფოლკ(ო)ლორი” ფარგლებში საღამო გაიმართება – “ქართული ხალხური თამაშობები“, რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი სოფიო ჯაფარიძე უმასპინძლებს.

მის.: დიმიტრი ბაქრაძის ქ. #10, საგანმანათლებლო ცენტრი.

6 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართელოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში (საქართელოს ეროვნული მუზეუმი) გაიხსნება გამოფენა "კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო", რომელიც ეძღვნება 1940 წლის კატინის ტრაგედიას, რომელსაც 22 ათასი პოლონელი ტყვე შეეწირა.

მის.: რუსთაველის გამზ. #3

6 ნოემბერს, 18:00 საათზე, მწერლის სახლში ნანა კვაშილავას ლექსების კრებულის „ღიმილი ჩემი ავტოგრაფია“ წარდგენა გაიმართება.

მის.: მაჩაბლის ქ. #13

6 ნოემბერს, 20:00 საათზე, „ფაბრიკა“-ს საკონფერენციო დარბაზში პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტი გაიხსნება.