გორში მოკლული გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ

გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლები ამ წუთებში, გორის ცენტრში, ადმინისტაციულ შენობასთან აქციას მართავენ.

ბერიაშვილის პაპის ძმამ, ხვიჩა ბერიაშვილმა აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც გარდაცვლილი ბავშვის მამამ და ოჯახის ადვოკატმა შიდა ქართლის პოლიციის შენობა დატოვეს. ბერიაშვილების ოჯახის ადვოკატი დღეს საქმის მასალებს გაეცნო, მათ შორის იმ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ბრალდებულის მხრიდან გოგონასთან მკვლელობამდე ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ადასტურებს.

ხვიჩა ბერიაშვილმა პოლიციის შენობასთან გაკეთებული განცხადებისას გორელებს თანადგომისკენ მოუწოდა. მან ბრალდებულის მათთვის გადაცემა და ლინჩის წესით დასჯა მოითხოა.

რაც შეეხება ამ წუთებში მიმდინარე აქციას, კონკრეტული მოთხოვნები ჯერ არ გაჟღერებულა. შეკრებილების თქმით, მოთხოვნებს მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ გააჟღერებენ. საპროტესტო აქციაზე მოკლული გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო: კადრები გორის მდუმარე აქციიდან - რას ითხოვს მოკლული 8 წლის გოგონას მამა

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს