„ნაცმოძრაობის“  წევრის ინფორმაციით, გონიოში მონადირეებს ნადირობის უფლება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ მისცეს

გონიოში, ჭოროხის დელტასთან მონადირეებს ნადირობის უფლება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ მისცეს, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნოდარ დუმბაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" შტაბიდან მონადირეებს დაუკავშირდნენ და განუცხადენ, რომ ნადირობას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცემენ.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ნადირობის აკრძალვამ მონადირეებს შორის დიდი აღელვება გამოიწვია. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან მართავდნენ აქციებს და ნებართვას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. მმართველმა გუნდმა პირველ ტურში ნახა, რომ არჩევნები წააგო, ისინი ახლა ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ ხალხში ხმები მოიპოვონ. "ქართული ოცნების" შტაბიდან უკავშირდებიან მონადირეებს, ნადირობის ნებართვას სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ სთავაზობენ და ეუბნებიან, რომ მათ შესაბამისი უწყება არ დააჯარიმებს",- განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა