მარნეულის ყოფილი მერის სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შეკამათება მოხდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი მერაბ მერაბიშვილი დაიკითხა.

როგორც მოწმემ განაცხადა, საქმის გამოძიებას, საწყის ეტაპზე ის აწარმოებდა და სწორედ მის მიერ იქნა მოძიებული და შესწავლილი ის მტკიცებულებები, რაც აღნიშნულ საქმეში მათ ბრალეულობას ამტკიცებს. დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის მოწმის დაკითხვისას შეკამათება მოხდა.

ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თემურ აბაზოვის დედის - ნანული აბაზოვას სხდომაზე დასწრების ნების დართვა მოითხოვა მოსამართლე ქეთევან ლუაშვილისგან. თემურ აბაზოვის დედა, წინა სხდომაზე მოსამართლემ წესრიგის დარღვევის გამო, დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ნანული აბაზოვა დედაა და აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე დაარღვია სასამართლო დარბაზში წესრიგი, დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მას სხდომაზე დასწრების ნება დართო.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. ალახვერდიევის, სულეიმანოვისა და გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ე. გულიევსა და რ. ალახვერდიევს 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს