ზუგდიდის მერია - შინმოვლის პროგრამაში „მზრუნველი მობილური ჯგუფი“ 100-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული

მერიის შინმოვლის პროგრამის ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ფარგლებში, მობილური ჯგუფის წევრები ქალაქის ტერიტორიაზე 10 მარტოხელა ბენეფიციართან იმყოფებოდნენ, საცხოვრებელი გარემო მოუწესრიგეს, სამედიცინო მომსახურება გაუწიეს და მედიკამენტები გადასცეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.

„პროექტი ხელს უწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას.

მზურნველი მობილური ჯგუფი დაკომპლექტებულია სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეებით. პროექტში ამ ეტაპზე 100 ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული, თუმცა სტატისტიკა მზარდია, ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით.

2017 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად ახალი ინოვაციური პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი-“ ს განხორციელება დაიწყო.

პროექტს მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო