ბათუმს თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი ექნება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცლებს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად გაეცნო. საცხოვრებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ოთხსართულიანი შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

„უახლოეს მომავალში დასრულდება როგორც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსის, ისე სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, აქ მცხოვრები სტუდენტები კმაყოფილები დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმს, რომელსაც აქვს ჯანსაღი პრეტენზია იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება გათვლილი ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი. ასევე, სტუდენტთა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მთავრობის ბიუჯეტიდან 2 660 543 ლარია გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 30-მდე აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი და ტექნოპარკი.

ახალი საცხოვრებელი, ისევე, როგორც ახალი სასწავლო კორპუსი ხელს შუწყობს სტუდენტთა სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა