დავით გაბაიძე ქართულ-აფხაზური ოჯახების საღამოს დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ქართულ-აფხაზური ოჯახების საღამოს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა: გია გვაზავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, სოროპტიმისტ ქალთა კლუბის „ბათუმის“ ხელმძღვანელმა ნათელა დუმბაძემ საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრებისა და ძმათა შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ქართველი და აფხაზი მხატვრების ნამუშევრების, მწერლების წიგნების გამოფენა.

გაიმართა სპექტაკლი - „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია“, რომელმაც შეკრებილებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობები.

საღამო სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუბის - „ბათუმის“ , საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო