თელავში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართება.

ღონისძიება 12.00 საათიდან 17.000 საათამდე გაგრძელდება და ტარდება გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) პარტნიორობითა და თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდში განმარტავენ, ფესტივალის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა.

„ახალგაზრდული ფესტივალი სხვადასხვა სახის შემეცნებით, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში გენდერული თანასწორობის თემაზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ მწერლები - გიორგი კეკელიძე და დავით გორგილაძე და უფლებადამცველი თამარ გურჩიანი. გაიმართება ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოპროექტის „თანატოლები თანასწორობისთვის“ გამოფენა, საჯარო გამოსვლის კონკურსი მოსწავლეებისათვის, კულინარიული კონკურსი მამაკაცებს შორის და სპორტული შეჯიბრება ღია ცის ქვეშ. ფესტივალის სტუმარი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინტელექტუალური შოუ „წიგნების თარო“, რომელშიც ყველა დამსწრე ახალგაზრდას შეეძლება მონაწილეობა.

ახალგაზრდების გაძლიერება UNFPA-ს საქართველოს ოფისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, UNFPA ხელს უწყობს ახალგაზრდების მდგრად განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივის საშუალებით, როგორიცაა: თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგები, ახალგაზრდული ფორუმები და ფესტივალები, საინფორმაციო შეხვედრები და ა.შ., რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა მოზარდობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის პროცესში“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიებას დაესწრებიან, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში.

ფესტივალი ტარდება სახალხო დღესასწაულის „ერეკლეობის“ ეგიდით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა