კახა კალაძემ მოადგილეს მერიის ცხელი ხაზის მუშაობის გამოსწორება დაავალა

დღეის მდგომარეობით, მერიის ცხელ ხაზზე 400-მდე ზარი რჩება რეაგირების გარეშე, ეს მიდგომა და დამოკიდებულება მიუღებელია ჩვენთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მოხდეს თბილისის მერიის ცხელი ხაზის მუშაობის გამოსწორება.

„მერიის ცხელი ხაზი არის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში დღის განმავლობაში დაახლოებით 2500 ზარი ხორციელდება. ჯამში 42 ოპერატორის საშუალებით ხდება ეს მომსახურება 24- საათიან რეჟიმში კვირის ყველა დღეს. თუმცა, გულწრფელად გეტყვით პირადად მე და ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია უკმაყოფილება ცხელი ხაზის მუშაობით. ის, როგორც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ამიტომ მინდა დავავალო ხმალაძეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეს რეფორმა.

თუ ადამიანები არის დასამატებელი, აუცილებლად დაამატეთ, დაატრენინგეთ და კვალიფიკაცია ავუმაღლოთ ამ ადამიანებს, რომ არც ერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. დღეის მდგომარეობით 400 -მდე ზარი რჩება, რომელზეც არ ხდება რეაგირება. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მიუღებელია ჩვენთვის. შესაბამისად მალე უნდა იქნეს ეს ყველაფერი მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა